ავარიული გზა გოგოლის ქუჩაზე

21 თებერვალი 2021, 12:09 402 ნახვა

გოგოლის ქუჩაზე ავარიული გზის კეთილმოწყობას ითხოვენ მძღოლები. მათი ინფორმაციით,  ორმოების გამო მწყობრიდან გამოდის ავტომობილები,  ხშირია ავარიული შემთხვევებიც. მძღოლებს საღამოს საათებში რამდენიმე წუთიან საცობშიც უწევთ ყოფნა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ აქ მცხოვრებლებიც , ისინი ყვებიან, რომ მძღოლებთან ერთად გადაადგილება ქვეითებსაც  უჭირთ. მსგავსი მდგომარეობაა ნონეშვილის ქუჩაზეც.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტავენ, რომ გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარია გაწერილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებისთვის  ტენდერი მარტიდან გამოცხადდება.  რაც შეეხება ნონეშვილის ქუჩაზე,  ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება გზის კეთილმოწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში