''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება. დილის 8:00 საათამდე წყალი გაითიშება: ლერმონტოვის ქუჩაზე, გრიბოედოვის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩებამდე მონაკვეთში და ასევე ნინოშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
რამდენიმე წუთის წინ მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა. დაიტბორა ქუჩა და დაზიანდა ავტომობილები.