თელ-ავივის გრან სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს

18 თებერვალი 2021, 21:56 959 ნახვა

თელ-ავივის გრან სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (-60კგ) სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მის კარიერაში ეს გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.

ხვალ ხალიჩაზე კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტოი გამოვა. 81 კგ.წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი იასპარეზებენ, ხოლო 90 კგ.ში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური შეეცდებიან მედლის მოპოვებას.

წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 დაიწყება

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში