თოვლმა პრობლემები შექმნა გაზმომარაგებაში. ხელვაჩაურში, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
აჭარის მაუწყებელი ''სოკარ-ჯორჯია გაზს'' დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ თოვლისა და უამინდობის გამო ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.
უცნობია რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.
ბათუმში თოვლჭყაპის გამო ქუჩებში ფეხით გადაადგილება გართულებულია, ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.