ხანძრის შედეგად კალოთას სკოლა დაიწვა

16 თებერვალი 2021, 11:45 920 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოთაში ხანძრის შედეგად  სკოლის შენობა სრულად დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროსადენები გახდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობის ინფორმაციით,  ვიდრე  სოფელში სახანძრო სამაშველო დახმარება მივიდოდა, შენობა სრულად დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. არსებობდა მეზობელ სახლებზე  გადასვლის საშიშროება, თუმცა მაშველებმა მისი ლოკალიზება მოახდინეს. სოფელ კალოთის საჯარო სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს. ისინი სწავლას დროებით ადმინისტრაციული სახლის შენობაში მოწყობილ სივრცეში გააგრძელებენ. გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ და განათლების მინისტრი. მათი განცხადებით, ახალი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები უმოკლეს დროში დაიწყება. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი