არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება 73 -ე მაჟორიტარული ოლქიც, რომელიც მოიცავს ხულოს, ქედასა და შუახევს. უბნებზე უკვე დარიგდა ინვენტარი, მიმდინარეობს ბიულეტენების გაცემა. ოლქში სულ 130 უბანი და 52 ათას 132 ამომრჩეველია . გადასატანი ყუთის სიაში ათას 816, სპეციალურ სიაში კი 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პარტიამ ,,ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" კომისიის წევრები ყველა უბნიდან გაიწვია, ხოლო ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კომისიის წევრები რამდენიმე უბანზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ მაღალმთაინეთის 73- ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობენ. ერთმანეთს ნუგზარ ამაღლობელი და ხვიჩა შარაშიძე დაუპირისპირდებიან.