ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამახურის წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა ლელა ჩხაიძემ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გათავისუფლებული სპეციალისტი სამსახურიდან პარტიული ნიშნით დათხოვნაზე საუბრობს. მისი თქმით, 10 წლიანი სტაჟის მიუხედავად, მუნიციპლური ინსპექციის სამსახურის უფროსმა 31 დეკემბერს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა.
ჩხაიძის უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “ უფლებები საქართველო“ დაიცავს.
საკითხს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ, გიორგი კირთაძე, ბათუმის მერს პარტიული ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მერიის ინსპექციის სამსახურში დღეს კომენტარი არ გააკეთეს.