ჯერ-ჯერობით მოვდივარ ხომ ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი ჭორები - პრემიერი თანამდებობის დატოვებაზე

12 თებერვალი 2021, 14:18 1085 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის თანამდებობას ტოვებს ჭორია.

პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემით სპეკულირება იუმორის მომგვრელი გახდა.

"წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვები ტრიალებს, როდის მიდიხართ? დღეს, ხვალ, გუშინ უკვე ხომ არ წახვედით... ჯერ ჯერობით მოვდივარ ხომ ხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომლებიც გახდა მომაბეზრებელი. რაღაც უფრო საინტერესო თემებზე ხომ შეიძლება ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება, წელიწადნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები კითხვა იყოს - როდის გადადგები. ეგ უკვე ღიმილის მომგვრელია"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი