სასამართლო და პროტესტი

10 თებერვალი 2021, 20:07 1179 ნახვა

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული სამივე პირი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი  პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოებები  და გაითვალისწინა ბრალდებულების ქცევა. მოსამართლემ დღეს არც ბრალდებულების დევნის შეწყვეტის შესახებ    შეუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე  პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვდა. 

გამოძიების ვერსიით,  ბრალდებულები საქართველოს  ტერიტოტიულ წყლებში უკანონოდ შემოვიდნენ.  პროკურორის ინფორმაციით, მათ გაქცევა სცადეს და არ დამორჩილდნენ სამართალდამცავებს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს მიგრანტთა  გადმოყვანის მიმართულებითაც,  რადგან გამოძიებლების მტკიცებით, სამართალდამცავებს იახტაზე საეჭვო აღჭურვილობა დახვდათ.

ბრალდებულების  ადვოკატის განმარტებით, კერძო იახტით  ბრალდებულები შვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ  და  გადაადგილდებოდნენ  კანონის სრული დაცვით.  

ადვოკატის ვერსიით, ხელისუფლებას ეგონა, რომ  იახტაზე  საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფებოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. ბრალდებულების მხარდასაჭერად დღეს  ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობის  აქციაც გაიმართა. გამოძიება სამივე  ბრალდებულს ჯგუფურად სახელწიფო საზღვრის გადაკვეთას და საქართველოს სახელწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი