კოვიდის ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის ჩართვას სახელმწიფო დადებითად უყურებს - გამყრელიძე

09 თებერვალი 2021, 12:59 673 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდის ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის ჩართვას სახელმწიფო დადებითად უყურებს. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს პროცესი სავარაუდოდ, ივნისის შემდეგ დაიწყება. 

''ძალიან დადებითად უყურებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ვაქცინაციაში. ხშირი კომუნიკაცია  მაქვს კერძო სექტორთან. ზოგადად თითქმის 98% ვაქცინაციისა მოდის სახელმწიფოს ხარჯზე, აქ საუბარი არ არის კოვიდის ვაქცინაზე. 

კერძო სექტორს ქვეყანაში ორი სამი ვაქცინა შემოაქვს და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 დოზა  გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა ალბათ 40-დან 50 000. გრიპზე ყველაზე მაღალი მოცვის მაჩვენებელი გვქონდა.

ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება შემოიტანონ. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თვითონ მწარმოებლები ჯერ-ჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანაზე. 

ჩემი პირადი შეხედებულებაა, ეს დაიწყება ალბათ მაისს-ივნისის შემდეგ. არავინ ხელს არ ვუშლით, პირიქით ხელს უწყობენ'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში