დაუსრულებელი მშენებლობები ბათუმში, კორპუსები 2-3 წლის წინ უნდა ჩაბარებულიყო, მაგრამ ამ დრომდე მყიდველების ნაწილი მათში ან არ ცხოვრობს, ან შესულია, მაგრამ გაუმართავი ინფრასტრუქტურის პირობებში არიან მერია კი ბინებს არ იბარებს, რადგან ისინი სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, ზუსტი სტატისტიკა კი ქალაქში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების შესახებ არ არსებობს.
ეკონომისტები მთავარ მიზეზებად არასწორ ეკონომიკურ დაგეგმარებას ასახელებენ, იურისტები კი ამ პირობებში მყოფ მოქალაქეებს ურჩევენ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად შეისწავლონ დეველოპერი კომპანია.