გოდერძის უღელტეხილიდან ახალციხეში გადასასვლელი გზა დაკეტილია

06 თებერვალი 2021, 12:20 1182 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე  გვიან ღამით დიდთოვლობის გამო მოქალაქეებს სამაშველო ბრიგადების დახმარება დასჭირდათ. როგორც  მგზავრები სოციალურ ქსელში  წერდნენ  ბათუმ- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე  გადაადგილება უხვი ნალექის გამო ვერ მოახერხეს. 

მგზავრებს  ხულოს სამაშველო სამსახური  საბუქსირე საშუალებით რამდენიმე საათის განმავლობაში ეხმარებოდნენ.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერის განცხადებით ბათუმი-გოდერძის გზა თავისუფალია, გოდერძის უღელტეხილიდან ახალციხეში გადასასვლელი გზა დაკეტილია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი