თემურ წიკლაური კოჯორში დაკრძალეს

04 თებერვალი 2021, 15:26 1706 ნახვა

საესტრადო მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური დღეს კოჯორში დაკრძალეს. მანამდე, ის ლურჯ მონასტერში დაასვენეს, სადაც რამდენიმე წელი სტიქაროსანი იყო. ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდეგ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი