გონიოში, სადაც გუშინ ევკალიპტის მრავალწლოვანი ხე მოჭრეს ამ წუთებში სამუშაოები შეჩერებულია. ადგილობრივები ხეების გაჩეხვას ეწინააღმდეგებიან. ამბობენ რომ ქარსაფარ ზოლში თავის დროზე ევკალიპტები ჭაობის დასაშრობად დაირგო. ტერიტორია შპს “ემირჰან ინშაათს” ეკუთვნის. შემთხვევის ადგილი დღეს მთავრობის თავმჯდომარემ ნახა, თუმცა მას სატელევიზიო კომენტრი არ გაუკეთებია. პირად საუბარში კი ამბობს, რომ ხის მოჭრის კანონიერებას სწავლობენ.