ბათუმის მასშტაბით, გზა გამყოფ ზოლებში მოაჯირების მოწყობა გრძელდება. ამის გარდა, მიმდინარეობს ახალი ხიდბოგირებისა და ხიდების მონტაჟი 11 მისამართზე. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათას ლარზე მეტია. პარალელურად მიმდინარეობს მეჯინისწყლის არხის გასწვრივ კედლების მოწყობის ღონისძიებები, რომელთა ღირებულებაც 1 მილიონ 750 ათას ლარია.