თითქმის 10 თვიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა. ქვეყანაში ვიზიტორების შემოსვლა პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
დღეის მონაცემებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 13 ქვეყანასთან აღდგა, ეტაპობრივად იგეგმება დამატებითი ფრენების აღდგენაც, თუმცა ეს მსოფლიოში პანდემიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ავიაკომპანიების ნაწილი აქტიურად გამოხატავს საქართველოს მიმართულებით ოპერირების სურვილს, ლევან კარანაძე ავიაბილეთებზე ფასების ზრდას არ პროგნოზირებს.