ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. თუმცა ადგილობრივები, რომლებსაც ახალი გზის სანაცვლოდ საკუთრების დათმობა უწევთ, საკომპენსაციო თანხის ოდენობას კვლავ აპროტესტებენ. მიწების ღირებულებას სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება გაიზრდება თუ არა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საკონპესაციო თანხა.