სადეზინფექციო სამუშაოები მოსახლეობისთვის უფასოა

29 იანვარი 2021, 14:47 1557 ნახვა

სადეზინფექციო და დერატიზაციის სამუშაოები მოსახლეობისთვის უფასოა. ამიტომ  ბათუმის სანდასუფთავების სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაიხადონ აღნიშნული მომსახურებისთვის თანხა. სულხან ევგენიძის განმარტებით, დეზინფექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება. ხოლო მრავალბინიანი სახლების დერატიზაცია მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად.   ამ განცხადებით სანდასუფთავების სამსახურში მოსახლეობის პრეტენზიებს გამოეხმაურნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მერიის სახელით კონკრეტული ადამიანები აღნიშნული სამუშაობის ჩატარების  სანაცვლოდ თანხას სთხოვენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი