უკრაინაში ბაიდენისა და პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს

27 იანვარი 2021, 14:59 1466 ნახვა

უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს.  პოროშენკოს ადვოკატის იგორ გოლოვანის თქმით,  ორი ახალი სისხლის სამართლის წარმოება, რომელიც პოროშენკოსა და ბაიდენის მხრიდან უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის საქმიანობაში ჩარევას ეხება, აშშ-ის პრეიზდენტის ინაუგურაციიდან ორი დღის შემდეგ დარეგისტრირდა.  პოროშენკოს ადვოკატი ამ საქმეების აღძვრას პროვოკაციად აფასებს, რომელიც სახალხო დეპუტატმა ანდრეი დერკაჩის და უკრანის პრეზიდენტის ოფისის ინიციატივაა. რადის დეპუტატმა მანამდე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი წარმოადგინა, რომელშიც პოროშენკო ბაიდენთან ერთად უკრაინის ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხს განიხილავს.  გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი პოროშენკოს ერთ მილიარდ დოლარს დაჰპირდა კონტროლის პალატის მაშინდელი ხელმძღვანელის ვიქტორ  შოკინის გადაყენების სანაცვლოდ, რომელიც ნავთობისა და გაზის კომპანია ბურისმას საქმეს იძიებდა. სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა ბაიდენის ვაჟი ჰანტერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი