საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი 

27 იანვარი 2021, 10:56 1253 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 007 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 627, „პისიარ“ ტესტით – 7 380.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც: 2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    1 395, აჭარაში - 214, იმერეთში - 564.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 1, იმერეთში - 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში.

3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი