მთავრობის წარმომადგენლები დღეს ეპიდემიოლოგების ადვოკატები იყვნენ - რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი 

26 იანვარი 2021, 16:51 982 ნახვა

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აქვს ლოგიკური ახსნა და ეს მიდგომები გაუგებარია. 

შოთა ბურჯანაძის თქმით, საზოგადოება სოციალური აფეთქების წინაშე დგას. ამბობს, რომ მოთხოვნები, შეხვედრის შემდეგაც, იგივე რჩება და ბიზნესმა რეგულაციების დაცვით  უნდა განაახლოს  მუშაობა. 

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლები დღეს ეპიდემიოლოგების ადვოკატები იყვნენ. 

''შესვლამდეც ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილითქო და სამწუხაროდ ეს გამართლდა. დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი ბიზნეს საზოგადოებას, ეპიდემილოგებსა და სახელმწიფოს შორის. ეს არის ძალინ დიდი უფსკრული, რომელიც წარმოიშვა და გაფართოვდა. ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის აქვს თავისი ახსნა. როდესაც გადაწყვეტილება არის მიღებული მას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როდესაც საზოგადოების მხრიდან მიმღებლობა დიდია, რომ გაიგოს და ვერ გებულობს, ამ შემთხვევაში დასკვნა მარტივია - აქ არასწორი გადაწყვეტილება მიიღება. 

საუბარი არ არის  რომელიმე ბიზნეს წარმომადგენლის პრობლემის შექმნაზე, ეს არის საზოგადოების პრობლება, სადაც ბიზნესის ლიკვიდირება ხდება, ამ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, რომ ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით. ეს არის არასწორი მიდგომა, ასევე 100 ათასობით ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მთავრობა მიიღებს. 

შეხების წერტილებს ვეღარ ვნახულობთ და ხდება საუბარი საუბრისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს ვხედავთ. გადაწყვეტილებას მე პირადად ვერ და არ მივიღებ, საზოგადოება არის რთულ ვითარებაში, ვდგავართ სოციალური აფეთქების წინაშე. ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ვამბობ ძალინ დიდი გულდაწყვეტით.

აქ დგას დიდი კედელი, როდესაც მიხსნის ადამიანი, ეს იმიტომ ხდება, რომ ლოგიკურად ასეთი შედეგი მოჰყვება - ამას ვერ ვგებულობ. სამწუხაროდ მთავრობის წარმომადგენლები დღეს ეპიდემიოლოგების ადვოკატებად იყვნენ წარმოდგენილი, ეს არის გაუგებარი რეალობა და ამა ქვეყნის გაუბედურება მოჰყვება'' -  განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში