მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

26 იანვარი 2021, 14:54 973 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ 31 დეკემბერს სამსახურიდან წინასწარი ცნობის გარეშე გათავისუფლდა.

მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში პირად საქმეში არცერთი შენიშვნა არ ჰქონია, ამიტომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

დღეს უწყებასთან აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის წევრებიც შეიკრიბნენ.

უწყების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დასაქმებულს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, თუმცა რატომ არ გაგრძელდა მასთან შრომითი ხელშეკრულება ამაზე კონკრეტულად არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ჯამში მერიის აიპიდან 10 ადამიანი გათავისუფლდა.

ცნობისთვის, 31 დეკემბერს მერის მოვალეობის შემსრულებელმა რამდენიმე აიპის ხელმძღვანელი შეცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში