საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი 

26 იანვარი 2021, 10:55 1215 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 050 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 79, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 98, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 545, აჭარაში - 219, იმერეთში - 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 51, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში- 1, იმერეთში - 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 - თბილისში, 118 - აჭარაში, 18 - იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში