ბათუმის ბულვარში, მოქალაქეები და "მე მიყვარს ბათუმის" წარმომადგენლები, 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა უფლება არ მისცეს.
ალექსანდრე მილორავას განცხადებით, მოქალაქეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოსაზრება აინტერესებთ.
,, მოვედით ქალაქის მერიასათან, რომ გავიგოთ მერის არჩილ ჩიქოვანის პოზიცია იმ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს ქალაქის იერსახეს და დამაზიანებელია ბულვარის სივრცით განაშენიანებისთვის. დაველოდებით და გვსურს მოვისმინოთ თუ რა გეგმები აქვს, რომ ბათუმელების ინტერესი დაიცვას” - განაცხადა ორგანიზაცია ,,მე მიყვარს ბათუმის” წევრმა ალექსანდე მილორავამ.
ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს უმრავლესობა თანახმაა კომპანია „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში დაწყებული მშენებლობა 16 სართულამდე გაზარდოს. გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ კი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.