სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობას შორის? გუშინ ბათუმში ევროპის მოედანზე მომხდარმა ინციდენტმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოწია წინ. ნაციონალურ მოძრაობაში რომელთანაც აფილირდება ინციდენტში მონაწილე ორგანიზაცია „ალტერნატივა“ მოსაზრებები ორად გაიყო.
ნაწილი პროტესტის ამგვარ ფორმას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს, ნაწილი კი ემიჯნება. სახალხო დამცველის მიერ კი, ფაქტი შეფასდა როგორც ძალადობა. გახდება თუ არა განსხვავებული პოზიციები შიდ პარტიული დაპირისპირების მიზეზი.