წონიარისში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხიდი სპეციალისტებმა შეისწავლეს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭიროა ახალი ხიდის აგება რისთვისაც დოკუმენტაცია მზადდება და ტენდერი გამოცხადდება.
სამი სოფლის აბუქეთას, ტიბეთას და კანტაურის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელიც 11 კილომეტრით აგრძელებს მანძილს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდთოვლობის დროს, გადაადგილება კიდევ უფრო გართულდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით ხიდი მოსახლეობას 4 თვეში ექნება. ადიდებულმა მდინარემ წონიარისში საავტომობილო ხიდი 12 იანვარს ჩაანგრია.