აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 იანვარი 2021, 10:26 1222 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid-19 34 079 მოქალაქემ დაამარცხა. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

გუშინ კლინიკა დატოვა 17-მა ადამიანმა. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 250 პირი, კოვიდ სასტუმროში - 175, ხოლო ონლაინ კლინიკაში 479 მოქალაქე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში