საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევრო კომისიასა და ევროპარლამენტში. ხვალ კი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინ ფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფესაც. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლეს დონეზე დაფარავს ევროკავშირის სამივე მიმართულებას - საბჭოს, კომისიასა და პარლამენტს.