66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ის იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია იყო.