სახალხო დამცველი: პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი საფრთხის შემცველი გახდა

20 იანვარი 2021, 14:47 1063 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციისა და "მაყურებლებისგან" მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად თავს ესხმიან. "ამ უკანონო ქმედების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენმა ციხეში შექმნილი ეს მდგომარეობა წინა ანგარიშს დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწეოდა. მისი განცხადებით, აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში და დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი