სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ასევე უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელებს და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებთან შესახვედრად ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის იანვარში იმყოფებოდა.