საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით ა სუვერენულმა სახელმწიფოებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თუ რა გზით სურთ, ქვეყნის მომავალი წარმართონ. ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს.