ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით

17 იანვარი 2021, 20:30 1532 ნახვა

ინციდენტი ჩაქვში. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ქართული-ოცნებისა და ორგანიზაცია  „ჩვენ გავათენებთ" წევრებს შორის მოხდა. კონფლიქტის მონაწილე პირები პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ორგანიზაცია „ჩვენ გავათენებთ“ წევრები მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას მართავდნენ და ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც მათივე მტკიცებით, ქართული ოცნების ადგილობრივი მხარდამჭერები, მათ შორის ინდენტიფიცირებული თემურ  კონცელიძე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გურამ კონცელიძე, რომელიც მხარეების გამოკითხვისას  პოლიციის შენობის მიმდებარედ იმყოფებოდა,მისი ძმის ბრალეულობას კატეგორიულად უარყოფს. შსს ინფორმაციით, გამოძიება ძალადობის - 126-ე მუხლით დაიწყო .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში