ოპოზიცია გეგმას არ ცვლის და პარლამენტში შესვლას მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. ''სტრატეგია აღმაშენებელში'' ამბობენ, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მიდის, შესაბამისად პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში იგივე რჩება.
ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებს განაგრძობენ, მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც პარტიაში შესვლა არ შესვლაზე ორჭოფობენ.