საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის , ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით. ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.