ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

26 ოქტომბერი 2016, 00:00 2683 ნახვა

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.  სხდომა პარტნიორობისა და თანამშრომლობის  უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე მიმდინარეობდა,  რომელსაც ალიანსის ინტეგრაციის პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა,  ქართულ მხარეს  ევროინტეგრაციისა და თავდაცვის სამინისტროს  თანამშრომლები წამოადგენდნენ, მათ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და იმ ნაბიჯების შესახებ,  რომლებიც  ქართულმა მხარემ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გადადგეს. მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა. სხდომაზე  მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. ინფორმაციას ევროინტეგრაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი