დაახლოებით 2 საათში ქართულ ოცნებას ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამ თანამდებობაზე პოლიტსაბჭოს მიერ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. დღესვე გახდება ცნობილი პოლიტსაბჭოს 21 წევრიანი განახლებული შემადგენლობა.
პარტიის ყრილობას რომელიც 14 საათზეა ჩანიშნული მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება. რა მოლოდინი არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, შეიცვლება თუ არა არსებული პოლიტიკური გარემო კობახიძის თავმჯდომარეობისას?