ქობულეთის "შუქურამ'' კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა

15 იანვარი 2021, 11:01 1253 ნახვა

ეროვნულ ლიგაში წარმატებული ქობულეთის ''შუქურა'' სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. ქობულეთურმა გუნდმა ოფიციალურად კიდევ სამი ფეხბურთელი დაიმატა.

ახალი სეზონიდან ''შუქურას'' მაისურით ზურაბ მუსელიანი, ამირან როხვაძე და  ჟასინტო ჟუნიორი ითამაშებენ.  21 წლის თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი  "შუქურაში '' თბილისის "ვიტ ჯორჯიადან''  გადმოვიდა. ფეხბურთელი სწორედ ამ კლუბის  აღზრდილია. გასულ სეზონში მუსელიანმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა 8 გოლის გატანა შეძლო.                                            

მეორე ახალწვეული 27 წლის ნახევარმცველი ამირან როხვაძეა, რომელიც მარტვილის "მერანიდან" გადმოვიდა. გასულ ჩემპიონატში როხვაძის ანგარიშზე 13 მატჩში და 6 გოლია.                          

ოფიციალურად დადასტურდა ბრაზილიელი ლეგიონერის ჟასინტო ჟუნიორის ტრანსფერი. 28 წლის თავდამსხმელი სხვადასხვა დროს "მარასალოკში ", "არაქსაში", "ბრანში","დესპოტივოში","ფილინგსადენში", "ნავიაირენსეში", "ბოტაფოგოში", "ფლორიანაში", "რაბოტნიკში", "სენგლეა ატლეტიკში" თამაშობდა.                                                                                             

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''დილის რადიოში'' სტუმრობისას ქობულეთის ''შუქურას'' დირექტორმა კიდევ ერთი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ბერიძის თქმით ''შუქურას'' ''ლოკომოტივის'' 23 წლის ყოფილი მეკარე ლუკა შეროზია გააძლერებს. მისი თქმით 90 %-ით ეს ტრანსფერი გადაწყვეტილია. 

"შუქურას'' დირექტორის განცხადებით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდში კიდევ რამდიმე ახალი ფეხბურთელი მოვა და გუნდი თებერვლის თვეში მოსამზადებელ პერიოდს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაივლის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში