ბიძინა ივანიშვილმ ისაუბრა ყოფილ ხელისუფლებაზეც. 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაშიც ის „ქართული ოცნების“ დიდ წვლილს ხედავს. აქვე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუაზრებელმა ქმედებამ 2008 წელს, ბევრი კითხვა გააჩინა. ეპიდვითარების გაუარესებაშიც ოპოზიციას ადანაშაულებს. ამბობს, რომ პირველ ეტაპზე საქართველო ევროპაში "ერთერთი საუკეთესო იყო", ვინც კორონავირუსს გაუმკლავდა, შემდეგ კი მოიხსნა შეზღუდვები და მისივე თქმით, ამას დაემატა ოპოზიციის შეკრებებიც. ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია არაკონსტრუქციულია, არ აქვს არგუმენტები და ცრუობს. მისი განმარტებით, მათი სისუსტე იმაშიც გამოიხატება, რომ თემატურ კრიტიკასაც ვეღარ ახერხებენ. ივანიშვილის მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გადახალისებაც უნდა მოხდეს.