სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის გაცემა დაიწყო

12 იანვარი 2021, 11:43 1015 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის გადაცემა დაიწყო. შეშა აჭარის სატყეო სააგენტომ თვითმმართველობებს სხვადასხვა ხეობაში მწერების მიერ განადგურებული მრავალწლოვანი ხეების სანიტარული ჭრის შედეგად გადასცა. მერიაში ამბობენ, რომ ბენეფიციარები  განაცხადების საფუძველზე შეარჩიეს. უპირატესობა კი უკიდურესად გაჭირვებულ მარტოხელა შშმ პირებს ენიჭებათ. საწვავის დაახლოებით ორი კვირისთვის საჭირო რაოდენობას 50-მდე ოჯახი მიიღებს.  შეშის ზამთრისთვის საჭირო ძირითად მარაგს მოსახლეობა თავად ამზადებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი