შორენა თეთრუაშვილი იზოლაციაშია, PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი - საპატრიარქო 

07 იანვარი 2021, 16:45 1307 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, შორენა თეთრუაშვილი იზოლაციაშია, PCR ტესტის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.

''მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში