საქართველოში საშობაო სუფრაზე სხვადასხვა სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. თუმცა ყველაზე გამორჩეული საშობაო ღვეზელი - გურული ღვეზელია, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდეს. ცომს ხორბლის ფქვილისგან აკეთებენ. მასში ყველი და შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი იდება. ტრადიციულად, ოჯახის თითოეულ წევრზე ერთი საშობაო ღვეზელი კეთდება.