ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 353 პაციენტი, მძიმეა 87, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13 პირი.
კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 455 ადამიანი. საკარანტინე სივრცეებში კი ამ ეტაპზე 47 მოქალაქე რჩება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 404 პირი, აჭარაში - 2 052.