საქართველოში 211 000 ადამიანია გრიპზე აცრილი, მარაგშია 23 ათასზე მეტი ვაქცინა 

06 იანვარი 2021, 14:05 975 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, საქართველოში 211 ათასზე მეტი ადამიანია გრიპზე აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა. 

'' გრიპის სეზონი, ჯერ კიდევ  გრძელდება. უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გრიპი არ არის აქტიური. ის, რომ თითქმის მთელს ევროპაში ლოქდაუნებია, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, მოქმედებს ამაზე.  ზუსტად იგივეა გრიპისგან თავდაცვაც. თუმცა, ორსულებს მოვუწოდებ აიცრან გრიპზე, რადგან კოვიდზე უფრო საშიშია მათთვის“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, გრიპის შემთხვევები საქართველოში მცირეა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი სეზონური გრიპის ვაქცინის ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.

''დღესდღეობით გვაქვს ის მარაგი, რაც უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მაგალითად ორსულებისთვის და იმისთვის რომ შევძლოთ კიდევ აცრა. ათვისება იყო  უფრო ნელი, ამდენად, მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ კოვიდის ვაქცინისთვისაც, რადგან ვაქცინაზე მოთხოვნა თუ არ იქნება, ვაქცინის შემოტანის შემდეგ დადგება მომენტი, რომ მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა არ აიცრას. ასე რომ, ახლავე ვიწყებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში