გინდა მორწმუნე იყოს გინდა ურწმუნო, წესები ერთნაირია - პაატა იმნაძე

06 იანვარი 2021, 13:49 1107 ნახვა

დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირი რეკომენდაციაა ყველა ადამიანისათვის, გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ საეკლესიო ღონისძიებებზე წესების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ. 

''ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის არის ერთნაირი ყველა შემთხვევაში, ამას ჩვენი ეკლესია ითვალისწინებს. ვიცით, რომ  ალილოს  ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება. ასე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი რეკომენდაციის დაცვითა ჩატარდეს ყველა საეკლესიო ღონისძიება. 

რეკომენდაციას ერთნაირს ვიძლევით... იგივე პოლიტიკურ პარტიებს, მე ცალ-ცალკე ხომ არ მოვუწოდებდი როგორ უნდა ემართათ კამპანია, ყველას ყავდა თავისი ექსპერტი. შეეძლოთ ზოგადი რეკომენდაციიდან კერძო რეკომენდაციები გამოეტანათ. ასევე ეკლესიაშიც არის სამედიცინო სამსახური. ზოგი პარტია იცავდა, ზოგი არ იცავდა'' - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი