შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს

06 იანვარი 2021, 10:07 1389 ნახვა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება.

გამონაკლისის მიუხედავად, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში