მოვუწოდებთ მოსახლეობას, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრიანობას მოვერიდოთ - თამარ გაბუნია

05 იანვარი 2021, 12:30 1028 ნახვა

თამარ გაბუნია მოსახლეობას მოუწოდებს შობის ღამეს ნუ დაივიწყებენ პრევენციული ღონისძებების დაცვას, მოერიდონ ხალხმრავლობას და სტუმრიანობას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დღეს, სასულიერო პირებსაც მოუწოდა - საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში არ მიიღონ მსახურებაში მონაწილეობა.

"კიდევ ერთი დაანონსებული შერბილება შეზღუდვების იქნება 6 იანვრის ღამეს, რაც გამოიხატება შეზღუდვის მოხსნასთან გადაადგილებასთან დაკავშირებით. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, უკავშირდება სტუმრიანობა. ეს ყველაფერი რისკის მატარებელია და ამ დროს ერთადერთი რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ისევ და ისევ არის, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ნუ დავივიწყებთ პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებს და მოვერიდოთ სტუმრიანობას. 

რაც შეეხება ეკლესიებში ინფექციის გავრცელების კონტროლს, უკვე რამდენიმე კვირაა, დაავადებათა კონტროლმა დაიწყო სამღვდელოებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ რელიგიურ პირებში ოდნავ მაინც არის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევა, მოხდეს მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში იმ კონკრეტულ დღეს არ მიიღოს მონაწილეობა. ეს არის პრევენციული ღონისძიება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში