პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა კონტაქტი ჰქონდა უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან - იმნაძე ახალ შტამზე

05 იანვარი 2021, 12:23 885 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება.

პაციენტს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა კონტაქტი ჰქონდა უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან.

„ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. როდესაც გამოქვეყნდა პირველი მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, იმისათვის რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო.

ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც კი საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნულ პირს ვირუსი დეკემბრის მეორე ნახევარში დაუდასტურდა. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სექვენირება“, – განაცხადა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში