შეზღუდვების შემსუბუქების სქემა, რომელიც დაანონსდა ჯერ-ჯერობით ძალაში რჩება - გაბუნია 

05 იანვარი 2021, 12:09 1183 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების ძველი სქემა ძალაშია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სურათზე. 

თამარ გაბუნიას თქმით, მომდევნო დღეებში გამოჩნდება აკრძალვების შემსუბუქებამ რა შედეგი გამოიღო. 

''ჯერ-ჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსდა 16 იანვრის შემდეგ, შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება, თუმცა ჩვენ მანამდე ორი კვრა უნდა გავიაროთ. ეს ორი კვირა იქნება მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ გამოვლინდება ამ შეზღუდვების შერბილებამ 24 დეკემბრიდან ორ იანვრამდე პერიოდში, ხომ არ გამოიწვია შემთხვევების მატება. 

თუ მივაღწიეთ ისევ იმ კრიტიკულ მაჩვენებელს, როდესაც შეიქმნება რისკი ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გადატვირთვის და იქნება სერიოზული დარტყმა სექტორზე, რა თქმა უნდა ისევე როგორც წინა შემთხვევებში, საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც უნდა იქნას გამოყენებული 16 იანვრის შემდეგ. 

მომდევნო ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში