აჭარაში კორონავირუსის 125 შემთხვევა გამოვლინდა 

05 იანვარი 2021, 10:59 996 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 125 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

 ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 365 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 93, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 პირი. აჭარაში კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 457 მოქალაქე, ხოლო ​საკარანტინე სივრცეებში 46 პირი რჩება. 

ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში